Sunday, December 18, 2022


პროექტის სახელწოდება:  ქედისა და მთის მოდელების დამზადება
პროექტის მთავარი იდეა:  მთების და ქედების (მთაგრეხილების) შესწავლისა და ამოცნობისათვის მათი მაკეტების შექმნა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ხშირად  ერთმანეთისაგან ვერ განასხვავებენ   მთებს და ქედებს  და უჭირთ მათი დასახელება.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა ერთმანეთისაგან განასხვაონ მთები და ქედები, განუვითარდეთ შემოქმედებითი უნარი. 
მონაწილეთა ასაკი:  9–10 წელი
ვადები-ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს გაუღრმავდებათ ცოდნა ხმელეთის ობიექტების (მთა, ქედი) შესახებ.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: პლასმასის ბოთლები, მაკრატლები, საძერწი დაფები,  პლასტელინი, კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა:  მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ საქართველოს მთებისა და ქედების  სურათებს. აირჩევენ სასურველი მთისა და ქედის სურათს და პლასტელინით შექმნიან მათ მოდელებს. სამუშაოს დასრულების შემდეგ მოხდება ნამუშევრების გამოფენა საკლასო ოთახში, მუშაობის პროცესში გადავიღებთ  ფოტოებს და განვათავსებთ ბლოგზე.
 საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებს განუვითარებს უნარებს ბუნებისმცოდნეობაში და ხელოვნებაში.
პროექტის ხელმძღვანელი: ლალი სანთელაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lsanteladze27@gmail.com



პროექტის ბლოგი: lsalteladze27.blogspot.com

No comments:

Post a Comment